//
თქვენ კითხულობთ...
ინფორმაცია

ილიას ტბაზე სასტუმრო “როიალ ბატონი” გაიხსნა

images1111111საპარტნიორო ფონდის და შპს ,,ვინივერია ჯგუფის” თანადაფინანსებით ყვარელში, ილიას ტბაზე სასტუმრო ,,როიალ ბატონი” გაიხსნა.

სასტუმრო 31 ნომრისგან შედგება. მათ შორისაა 4 ლუქსის ტიპის და 27 სტანდარტული ნომერი. სასტუმროს ინფრასტრუქტურა მოიცავს ბარს, რესტორანს (150 პერსონაზე), 20 მეტრის სიგრძის ღია აუზს, “დუპლექსის” ტიპის სიგარა ოთახს, ღია ვერანდებს და ღვინის მარანს. სასტუმროში დასაქმებულთა აბსოლუტური უმრავლესობა, კონკურსის წესით, “ვინივერია ჯგუფმა” ადგილობრივი მოსახლეობისგან შეარჩია. სასტუმრო ორგანულად ეწერება ადგილობრივ ლანდშტაფში და ყვარლის ტბის მიმდებარე ტურისტული ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება.

სასტუმრო კომპლექსი  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ, მეპატრონეებთან ერთად გახსნეს.

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ფონდი მსგავს პროექტებში მონაწილეობას მომავალშიც აპირებს, რადგანაც დასავენებელი კომპლექსების აშენება ტურიზმის სფეროში ბიზნესის განვითარებას ხელს უწყობს.

,,ეს სასტუმრო წელიწად ნახევრის განმავლობაში დასრულდა. ეს არის ერთ-ერთი ულამაზესი ობიექტი, არა მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოში, არამედ მთლიანად საქართველოში. ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებული იქნება და ძალინ ბევრ ტურისტს მოიზიდავს. ეს სასტუმრო საწყის ეტაპზე საპარტნიორო ფონდმა დააფინანსა, შემდეგ უკვე კერძო სექტორი ჩაერთო, კომერციული საბანკო სექტორი. სახელმწიფოს ვალია, რომ ამ სასტუმროს გარშემო ინფრსატრუქტურა იმ დონეზე მოამზადოს, რომ მთლიანდ კომპლექსი დასრულდეს”-განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

 (მაესტრო ტვ)


About these ads

Discussion

No comments yet.

დატოვე კომენტარი

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

QR- კოდი. გადადი ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე

თქვენთვის და თქვენთან ერთად

http://facebook.com/kvarelimunicipality

არქივი

აგვედევნე Twitter-ზე

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 43 other followers

%d bloggers like this: