შილდას აირის მიწოდება აღუდგა

თითქმის ერთი კვირაა, სოფელ შილდის 3000-მდე ოჯახს ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყვეტილი ჰქონდა. ამის მიზეზად, შპს “ნინიკას” ხელმძღვანელობა, (რომელიც სოფელს ბუნებრივი აირით ამარაგებს) იმ დავალიანებებს ასახელებს, რომელიც გაზის მიმწოდებელ კომპანიასთან დაუგროვდა. სწორედ ეს გახდა მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი, რის გამოც, სოფლის მცხოვრებლებმა აქციაც კი გამართეს. ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ქევხიშვილი შილდის მოსახლეობას შეხვდა და იმ მოლაპარაკების დეტალები გააცნო, რომელიც რამდენიმე დღეა, პრობლემის გადაჭრის მიზნით, სხვადასხვა კერძო კომპანიებთან აწარმოებს და ამ მოლაპარაკებების და ძალისხმევის შედეგად, პრობლემის საბოლოოდ გადაწყვეტამდე, სოფელს ბუნებრივი აირის მიწოდება გუშინ უკვე აღუდგა. “მოგეხსენებათ, სოფელს ბუნებრივი აირით კერძო კომპანია ამარაგებს. თუმცა, იმის გამო, რომ თქვენ ასე შეწუხდით, რამდენიმე დღეა აქტიურად ვარ ჩართული ამ პროცესში, რომ პრობლემა რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს” აღნიშნა დავით ქევხიშვილმა მოსახლეობასთან საუბრისას. თავის მხრივ, სოფლის მცხოვრებლებმა გაწეული დახმარებისა და გულისხმიერებისათვის მუნიციპალიტეტის გამგებელს მადლობა გადაუხადეს.
s4

s3

s2

s1

დატოვე კომენტარი

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s