იაპონიის ელჩი სოფელ გრემის თემს სოფლის მეურნეობის ტექნიკას გადასცემს

15 აგვისტოს, 1 საათზე, ყვარელის რაიონის სოფელ გრემში გაიმართება იაპონიის მთავრობის მიერ, ადამიანური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული, ყვარლის რაიონის სოფელ გრემში სოფლის მეურნეობის ტექნიკის გაუმჯობესების პროექტის საზეიმო გახსნის ცერემონია. ცერემონიას დაესწრებიან – იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბატონი ტოშიო კაიტანი, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები და სხვა მაღალი რანგის სტუმრები.
ზემოხსენებული პროექტის საგრანტო შეთანხმებას ხელი 2012 წლის 11 სექტებერს მოეწერა იაპონიის საელჩოსა და „საქველმოქმედო გაერთიანება თემის“ შორის. პროექტის მიზანია სოფელ გრემში თემის ნაყოფიერების გაზრდა სასოფლო–სამეურნეო მანქანა–დანადგარების მიწოდებით და სათფურის აშენების გზით. მოსალოდნელია, რომ სოფელ გრემის, თემის 100 მაცხოვრებელი იხეირებს ამ პროექტით, რომლის ღირებულებაც 122,637 ა.შ.შ. დოლარს შეადგენს.
„გრასრუტებისა და ადამიანური უსაფრთხოების პროექტების“ (GGP) საგრანტო პროგრამა დახმარებას უწევს შედარებით მცირემაშტაბიან პროექტებს, რომლებიც ინიცირებულია ადგილობრივი მთავრობების, სამედიცინო დაწესებულებების, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა არაკომერციული სექტორის მიერ და მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლოების ყოფის სტანდარტის გაუმჯობესებას. პროგრამა ხორციელდება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საზოგადო ჯანდაცვა, განათლება, სოციალური დახმარება, გარემოს გაუმჯობესება, სიღარიბის დაძლევა, სოფლის მეურნეობა, კულტურა და სხვა. 1998 წლიდან GGP–ის ფარგლებში დაფინანსდა 130 პრეოქტი, რომელთა საერთო ღირებულებამ 12,161961 ა.შ.შ. დოლარი შეადგინა. იაპონიის ოფიციალური განვითარების დახმარებამ კი 362 მილიონ ა.შ.შ. დოლარს გადააჭარბა.
– კახეთის ხმა – kakhetinews.ge

დატოვე კომენტარი

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s