სოფელ თივის დაარსების 56-ე წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართება

ყვარლის მუნიციპალიტეტისის სოფელ თივში, სოფლის დაარსების 56-ე წლისთავთან დაკავშირებით დღეს, კულტურული და სპორტული ღონისძიებები გაიმართება.
თივში ეროვნებით ხუნძები (ავარიელები) ცხოვრობენ. ამ დღესთან დაკავშირებით, დაღესტნის რესპუბლიკიდან ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩამოვიდნენ.
ღონისძიებაზე ქართული მხრიდან მიწვეულები არიან რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, პარლამენტის წევრები და საზოგადოების წარმომადგენლები.
ღონისძიების ორგანიზატორის, დაღესტანში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ხუნძთა ეროვნულ-კულტურული ავტონომიის“ ინფორმაციით, ღონისძიება მიზნად ისახავს ყვარლის რაიონში მცხოვრები ხუნძი უმცირესობის ინტეგრაციისთვის ხელშეწყობას საქართველოში, საქართველო-დაღესტნის ურთიერთობების განმტკიცებას, ქართველ და ხუნძ (დაღესტანში მცხოვრები ყველაზე მრავალრიცხოვანი ეთნოსი) ხალხებს შორის კულტურული, ეკონომიკური და ჰუმანიტარული ხასიათის კონტაქტების დამყარების წახალისებას.(ick.ge)

(ვიდეო: 1 არხი)

დატოვე კომენტარი

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s