ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის დაჯილდოვდა

Downljoads
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა, (IDFI) 2012-2013 წლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის საჯარო დაწესებულებები დააჯილდოვა. სპეციალური ჯილდო, ნომინაციაში – „2012-2013 წლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის“ ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობასაც გადაეცა.
ჯილდო სხვადასხვა დაწესებულებებს, მათ შორის რამდენიმე სამინისტროს გადაეცა.
სერთიფიკატები იმ საჯარო დაწესებულებებმაც მიიღეს, რომლებმაც პროექტის მონაცემების საფუძველზე გამჭვირვალობის ყველაზე დაბალი პროცენტი მიიღეს.
„2012-2013 წლების ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია დასახელდა.
ყველაზე ანგარიშვალდებული და ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებების დასახელების ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო. როგორც პრემიერმა განაცხადა, მისი მიზანია, ხალხის წინაშე მთავრობის ანგარიშვალდებულება კიდევ უფრო გაიზარდოს.
„გაცილებით ადვილია ისეთი ხელისუფლების საზოგადოებრივი კონტროლი, რომელიც ღიად მუშაობს და შესაბამისად, მცირდება ალბათობა იმისა, რომ მოხელეები აუცილებლად ისარგებლებენ ძალაუფლებით. ხალხმა კი უნდა გაიაზროს, რომ თავად ქირაობს მთავრობას, ხოლო მთავრობა ვალდებულია ემსახუროს და ანგარიშვალდებული იყოს მის წინაშე. ამდენად მნიშვნელოვანია, რომ ხალხს ხელი მიუწვდებოდეს ინფორმაციაზე და იცოდეს, თუ როგორ იხარჯება სახელმწიფოს ბიუჯეტი, როგორ ხდება სახელმწიფო ქონების განკარგვა, როგორ განისაზღვრება საჯარო პოლიტიკა. სწორედ ეს მისცემს საზოგადოებას შესაძლებლობას თავად მონაწილეობდეს საჯარო პოლიტიკის შემუშავებაში. ჩვენ გვაქვს ნამდვილად პროგრესული კანონმდებლობა ამ სფეროში. თუმცა საკანონმდებლო ბაზა და ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული პრაქტიკა კიდევ საჭიროებს დახვეწას.
სწორედ ამიტომ, კანონმდებლობაში შევიტანეთ ცვლილებები, რომელის თანახმადაც მთავრობა ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის გაცემა ელექტრონული ფორმით და უფრო აქტიურად გამოაქვეყნოს საჯარო ინფორმაცია. საქართველოს მთავრობამ მიიღო განკარგულება ღია მმართვლობის პარტნიორობის საქართველოს სამოქმედო გეგმის განხორციელებისთვის აუცილებელ ღონისძიებათა შესახებ, რომლითაც მთელ რიგ ღია უწყებებს დაევალათ ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება. მათ შორის უფრო აქტიურად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის ნუსხის შემუშავება. ამასთან ერთად, მთავრობამ დაამტკიცა იმ საჯარო ინფორმაციის ნუსხა, რომელიც შესაბამისმა საჯარო დაწესებულებებმა პერიოდულად უნდა გამოაქვეყნონ ვებ- გვერდებზე, რაც მთავრობის კონტროლის კიდევ ერთი საშუალებაა. ამავე მიზანს ემსახურება ღია მმართველობის ფარგლებში მთავრობის წევრთა პერიოდული ანგარიშები. ყველას მოგეხსენებათ ჩვენმა მთავრობამ დანერგა ეს პრაქტიკა და მინისტრები სისტემატიურად წარუდგენენ ანგარიშს ხალხს. ჩვენი ამოცანაა, კიდევ უფრო გავზარდოთ მთავრობის ანგარიშვალდებულება ხალხის წინაშე“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
-კახეთის საინფორმაციო ცენტრი- ick.ge –

დატოვე კომენტარი

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s