ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობა დაჯილდოვდა

542238_656815027676060_1538039773_n ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საჯარო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით ყველაზე ანგარიშვალდებული და ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებები დაასახელა. დაწესებულებების გამოვლენა ფონდ ”ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერილი პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა-ს“ ფარგლებში მოხდა. სპეციალური ჯილდოები ნომინაციაში ‘2012-2013 წლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის“ საჯარო დაწესებულებებს გადაეცათ. დაჯილდოებულთა შორის სულ სამი მუნიციპალიტეტის გამგეობა მოხვდა და მათ შორისა არის ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობა. დაჯილდოების ცერემონია “რედისონ ბლუ ივერიაში“ 12 სექტემბერს გაიმართა, სადაც მისასალმებელი სიტყვა ფონდი ღია საქართველოს ხელმძღვანელმა ქეთევან ხუციშვილმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა წამოთქვეს. ცერემონიას ყვარლის მუნიციპალიტეტის სახელით, გამგეობის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი, გიგა წიწრიაშვილი ესწრებოდა.

დატოვე კომენტარი

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s