არასამთვრობო ორგანიზაციის მორიგი ტრეინინგი

1391563_669810659709830_2088209965_n

1378478_669810033043226_1881450081_n
არასამთავრობო ორგანიზაციამ “თემი და გარემო”პროექტის ფარგლებში, რომლის სახელწოდებაა „კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებს შორის გარემოსდაცვითი დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა“ ( პროექტის მიზანია, კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებს შეასწავლოს პროექტების წერა, დონორ ფონდებთან ურთიერთობა და შემდგომში მუნიციპალიტეტების ჩართულობისა და და პროექტების მართვის ხელშეწყობა.) ქალაქ თელავში სასტურო “ალაზნის ველში” უკვე მესამე ტრეინინგი გამართა. ამჯერად, სამდღიანი სწავლების ფარგლებში მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა, პროექტები, საკუთარ მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემების შესახებ დაწერეს და პროექტის ხელმძღანელებთან ერთად, პრეზენტაცია და განხილვა მოაწყეს. მუშაობის პროცესზე და ყველა სხვა საკითხებზე პროექტის მონაწილეებს საკონსულტაციო ორგანიზაცია “PARTNERS GEORGIA”ს წარმომადგენლები თეა ბულია და გიგი გაჩეჩილაძე ესაუბრნენ. ღონისძიების უშუალო ხელმძღვანელები ლელა ჯანაშია, ქეთი სამადაშვილი და კახა სუხიტაშვილი არიან. ორგანიზატორების განცხადებით, მონაწილეებმა კარგი შედეგები აჩვენეს და ყველა ჯგუფმა მაღალი დონის პროექტის შექმნა, მოკლე დროში შეძლეს. მათვე თქმით, ასეთი სწავლებები მომავალშიც იგეგმება, რის შემდეგაც, მონაწილეებს შესაბამისი სერთიპიკატები გადაეცემათ. ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან პროქტში კოკა ფილიშვილი და ნინო ხუციშვილი მონაწილეობენ.

დატოვე კომენტარი

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s