ყვარლის რაიონის სოფელ კუჭატანში ახალი ამბულატორია აშენდება

thumb_IMG_9394 რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის შოთა მურღულიას განცხადებით, კახეთის 8 სოფელში ახალი ამბულატორია აშენდება. 2014 წლის ბოლომდე, ამბულატორიები ექნება თელავის რაიონის სოფელ შალაურს, ლაგოდეხის რაიონის სოფელ შრომას, სიღნაღის რაიონის სოფელ მაშნაარს, გურჯაანის რაიონის სოფელ მუკუზანს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობიანოს, ყვარლის რაიონის სოფელ კუჭატანს, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არბოშიკს და საგარეჯოს რაიონის სოფელ უდაბნოს.
ამბულატორიების მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი დააფინანსებს და ერთი ამბულატორიის აშენებაზე 29 630 ლარი დაიხარჯება.
„მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე გამოაცხადა ტენდერი, მიმდინარეობს შესაბამისი კომპანის შერჩევა, გაწერილია სამუშაო გრაფიკიც. ის, რაც მუნიციპალიტეტების გასაკეთებელი იქნება, მონიშნულ მიწის ნაკვეთებზე საძირკვლის მომზადება, მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყლის, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიყვანაა. მუნიციპალიტეტებმა შენობის შეშით უზრუნველყოფაზე უნდა იფიქრონ. ერთი წლის განმავლობაში, სამინისტრო პერმანენტულად გააკონტროლებს, რამდენად შეუფერხებლად და კარგად იფუნქციონირებს ეს ამბულატორიები“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მურღულიას თქმით, მუნიციპალიტეტები გამოყოფენ თითო ადამიანს, რომლებიც უშუალოდ ამ პროექტის განხორციელებაზე იქნებიან პასუხისმგებლები.
მისივე ინფორმაციით, პირველი 10 ამბულატორია საზღვრისპირა სოფლებში აშენდება. არსებული გრაფიკის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით, სულ 81 ახალი ამბულატორია აშენდება. ამბულატორიების სამედიცინო ტექნიკით აღჭურვას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს.

დატოვე კომენტარი

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s