“ახალგაზრდული ფორუმი 2013” -ის ყვარლელი მონაწილეების წარმატება

Безымянный სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადანზადების სამწლიანი პროგრამა PH internacional საქართველოს ოფისისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ერთობლივ ინიციატივას წარმოადგენს და პროგრამის მიზანია გაამჯობესოს სამოქალაქო განათლების სასკოლო პროგრამის ხარისხი, დაეხმაროს ახალგაზრდებს ცოდნის ამაღლებაში, დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაში, გააქტიუროს მათი მონაწილეობა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში.
პროგრამის განხორციელების მესამე წელს, პარტნიორ სკოლებში შექმნილმა სამოქალაქო კლუბებმა, აქტიური მუშაობა გასწიეს, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა ცოდნის და განწყობის ამაღლებას დემოკრატიის პრინციპების მიმართ, ავრცელებს ამ პრინციპებს სკოლების მმართველობაში, პედაგოგებში, თავად მოსწავლეებში და ფართო საზოგადოებაში, რაც ქმნის ქვეყნის სამოქალაქო პროცესებში, მოქალაქეთა კონსტრუქციული მონაწილეობის საფუძველს.
პროგრამის ფარგლებში ა.ა.ი.პ თელავის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის მეშვეობით (პროექტის მენეჯერი – ნათია ქარჩაიძე, მერიკო პაპუნაშვილი – პროგრამის კოორდინატორი) ქალაქ თელავში, მეოთხე საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში მოეწყო კახეთის რეგინალური ახალგაზრდული ფორუმი, სადაც მოწვეულნი იყვნენ, კახეთის ყველა მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლები და სხვა ორგანიზაციები. ღონისძიების მეორე დღეს, თელავის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს და ყვარლის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეებისგან შექმნილმა ჯგუფებმა, საპროექტო იდეების მიხედვით იმუშავეს და მხარდაჭერისთვის დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს..
ყვარლელი მოსწავლეების მიერ ნამუშევარმა პროექტმა სახელწოდებით “ერთი ცის ქვეშ” (ფასილიტატორი ლელა კურტანიძე, ახალსოფელის პირველი საჯარო სკოლის პედაგოგი) მოწონება და სრული მხარდაჭერა მოიპოვა, ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხრიდან. სტუმრის სტატუსით მოწვეულმა ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა მთვარისა ჯანგიძემ, წინა პროექტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტი შედეგიანი და წარმატებული აღმოჩნდა. ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელმძღვანელობას კი მადლობა გადაუხადა მუდმივი მხარდაჭერისა და იმ თანადგომსიათვის, რომელიც ისინი აღნიშნული პროექტის და მონაწილეების მიმართ იჩენენ.(ფოტოების სანახავად დააჭირე აქ)

დატოვე კომენტარი

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s