ორდღიანი ვიზიტი ხონში

Безымяfнный ხონმა, ნოემბრის ბოლოს, ყვარლის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულ შემოქმედებით კოლექტივს უმასპინძლა, სადაც მასპინძლებს სხვადასხვა ფოლკლორული ანსამბლების შესრულებით, თავიანთი შემოქმედება გააცნეს. მასპინძლებმა სტუმრებს, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, გელათის სამონასტრო კომპლექსი, მოწამეთა, ბაგრატი და პრომეთეს მღვიმე დაათვალიერებინეს. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის გურამ ოდიშარიას ინიციატივით, ” რეგიონებში კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერისა და წახალისების პროგრამის” ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში პროექტი , “ჩემი საქართველო აქ არის” ხორციელდება, რომელიც რეგიონებს შორის მოსწავლე- ახალგაზრდობისა და სხვა შემოქმედებითი კოლექტივების ურთიერთგაცნობას, დამეგობრებასა და შემოქმედებითი გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, ცოტა ხნის წინ, ყვარელმა ხონელ მოსწავლე-ახალგაზრდებს უმასპინძლა. (ფოტოები იხილეთ აქ )

დატოვე კომენტარი

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s