“ილიას ტბის” რეაბილიტაცია მიმდინარეობს

1507098_711418708882358_843242699_n
კიდევ ერთი ახალი პროექტი, “ილიას” ტბაზე განხორციელდება, რომლისთვის საჭირო თანხები ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო. სექტემბერში, სტიქიამ “ილიას” ტბას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. დაზიანდა მოასფალტებული გზა და გადაივსო არსებული სალექარები. თუმცა, დაგეგმილი პროექტის მიხედვით, სამუშაოები უფრო მასშტაბურად ჩატარდება და იქ არსებულ ოთხ მეტრიანი გზის ნაცვლად ახალი გზა შვიდ მეტრამდე გაფართოვდება, რის შემდეგაც ცალკე გამოიყოფა ველოტრასა. ამჟამად უკვე მიმდინარეობს სალექარების და ტბის ჩრდილოეთით არსებული მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები და იქ არსებული ნატანის გატანა. რის შემდეგაც დაიწყება გზის მიმდებარედ რკინა-ბეტონის და გაბიონის კედლის მოწყობა. პროექტის ღირებულება 1 700 000-ია და ის ზაფხულამდე უნდა დასრულდეს. (იხ. ფოტო ლინკი)
ასევე უკვე დასრულდა კუნძულებამდე მისასვლელი ხიდის მონტაჟი ილიას ტბაზე, რომელიც ქუთაისში დამზადდა. ხიდი აკაციის და წაბლის ჯიშის ხისგან არის დამზადებული, რომელიც თავისი გამძლეობით გამოირჩევა და ვიზუალურადაც მიმზიდველად გამოიყურება. (იხილეთ ფოტო)

დატოვე კომენტარი

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s