ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავით ქევხიშვილის საახალწლო მილოცვა

ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი -დავით ქევხიშვილი

ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი -დავით ქევხიშვილი –

ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებით ყველას და გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! ღმერთმა ქნას, ჩვენ სამშობლოს მშვიდობისა და სიკეთის ახალი წელი გაუთენდეს.
მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, ჩვენმა ქვეყანამ ბევრ განსაცდელს და გამოწვევას გაუძლო, მაგრამ, ქართველი კაცი მუდამ ახერხებდა ფეხზე დგომას და ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეების კეთებას.
მიმდინარე წელი, მართლაც რომ, ნაყოფიერი აღმოჩნდა ყვარლის მუნიციპალიტეტისთვის. განხორციელდა უამრავი საჭირო და მნიშვნელოვანი პროექტი. გასული წელი ასევე ძალიან აღსანიშნავი იყო ჩვენი სოფლებისთვის, რადგან ქვეყნის ცენტრალურმა ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობა პრიორიტეტულ დარგად დაასახელა და ბევრი რამ გაკეთდა ამ მიმართულებით. თუმცა, ეს რათქმა უნდა არ არის საკმარისი და ვიმედოვნებ, რომ ახალი წელი კიდევ უფრო წარმატებული და სასიკეთო იქნება, როგორც ჩვენი მუნიციპალიტეტის მცხოვრებთათვის, ისე სრულიად საქართველოსთვის.
მინდა განსაკუთრებულად მივულოცო ახალი წლის დღესასწაული, ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებს, ჩვენს მეგობრებს, ჩვენს დებს და ძმებს. ისინი ყოველთვის მშვიდად და მეგობრულად ცხოვრობდნენ ქართველების გვერდით და მათთან ერთად აკეთებდნენ ქართულ სახელმწიფოებრივ საქმეს.
ჩემო თანამემამულენო, კიდევ ერთხელ გილოცავთ შობა-ახალი წლის დადგომას, მშვიდობას, მატერიალურ კეთილდღეობას და სულიერ გაბრწყინებას ვუსურვებ თითოეულ ოჯახს და სრულიად საქართველოს!

დავით ქევხიშვილი
ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი

დატოვე კომენტარი

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s