ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის წლის შემაჯამებელი სტატისტიკა

სტატისტიკა ახალი წლის დღესასწაული, ყველა ჩვენგანისთვის სურვილების ასრულებასთან ასოცირდება. ასეთი სურვილები ყველას აქვს და ამ მხრივ არც ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობაა გამონაკლისი. თუმცა, ყველაფერს შედეგები განაპირობებს და სწორედ ამ შედეგების ანალიზისთვის არსებობს სტატისტიკა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში თავს იყრის და წლის ბოლოს ერთგვარად ჯამდება.
ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფეისბუქის გვერდი ჯერ ერთი წელიც არ არის რაც დაარსდა, თუმცა მას შემდეგ რაც პირველი პოსტები გამოჩნდა იგრძნობოდა, რომ გვერდი ორიენტირებული იყო, ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო ნებისმიერი ინფორმაცია, რაზეც გამგეობა და მისი სამსახურები მთელი წლის განმავლობაში მუშაობენ.
სწორედ ამ მიზნით, დაინტერსებული საზოგადოებისთვის და სტატისტიკის მოყვარულთათვის ვფიქრობთ, არ იქნება ინტერესმოკლებული, მთელი წლის შედეგები, რომელიც ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დაგროვდა და რომელსაც თქვენთან ერთად, ჩვენც კიდევ ერთხელ თვალს გადავავლებთ.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მოქალაქეთა მომსახურების ბიუროში, მთელი წლის განმავლობაში, რეგისტრირებულია განცხადებები რომელიც, საერთო ჯამში სულ 5704 -ს შესდგანს. აქედან ერთჯერადი დახმარების მოთხოვნით – 2621, ავარიული სახლების აღდგენას ითხოვდა -1065, დასაქმებას – 270, სხვადასხვა ( სამშენებლო ნებართვა, სამეზობლო დავები, ინფორმაციის გამოთხოვა) – 1318. ასევე ოფიციალური რეგისტრაციით გამგებელს შეხვდა 930 მოქალაქე, თუმცა, საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ შეხვედრაზე მისული მოქალაქეების უმრავლესობას, წინასწარი რეგისტრაცია არ გაუვლია
ერთჯერადი დახმარების მოთხოვნით შემოსული 2621 განცხადებიდან დაკმაყოფილდა 750 ბენეფიციარი რაზეც 72 340 ლარი დაიხარჯა
გამგეობა, ოპერაციებსა და მედიკამენტებთან დაკავშირებით 617 ბენეფიციარს დაეხმარა საერთო თანხით 90 352 ლარი.
ახალშობილთა დახმარებასთან დაკავშირებული 430 განცადებიდან (საკრებულოს მოქმედი დებულებიდან გამომდინარე, რომელიც ახალშობილთა დახმარებას შვილების რაოდენობის მიხედვით სხვადასხვა თანხით გულისხმობს) შესაბამისად ყველა დაკმაყოფილდა. (73 800 ლარი)
ომის ვეტერნებს 9 მაისთან დაკავშირებით, (სულ 21 ვეტერანს) საჩუქრად გადაეცათ ას-ასი ლარის ოდენობით, საერთო ჯამში ამ მიზნით გაიხარჯა 2 100 ლარი
ასევე ომის ვეტერანების სარიტუალო ხარჯებისთვის გამოიყო 1000 ლარი (4 გარდაცვლილი ვეტარანი)
აგვისტოს ომში გარდაცვლილთა ექვსივე ოჯახს გადაეცა 1000-1000 ლარი (ჯამში 6000 ლარი)
მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველა დევნილი ოჯახისთვის, სააღდგომოდ ერთჯერადად გაწეული დახმარება 100 ლარს შეადგენდა და სულ გაიხარჯა 2000 ლარი
მრავალშვილიანი დედებისთვის სხვადასხვა დღესასწაულებზე ( დედის დღე, აღდგომა, ახალი წელი) გაწეული ხარჯები მთელი წლის განმავლობაში 319 ბენეფიციარზე 30 400 ლარი იყო.
ასევე გაიწია ხარჯები ხუთი ოჯახისთვის, ვისაც ხანძრის შედეგად გაუნადგურდა საცხოვრებელი სახლი და სრულიად უსახლკაროდ დარჩა. მათზე გაწეული ხარჯებმა 13 900 ლარი შედგინა
მიმდინარე წელს, მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სხვადასხვა პროექტების ფარგლებში სულ 236 პროექტი განხორციელდა, რომლის საერთო ღირებულებამ 6 811 197 ლარი შეადგინა.

დატოვე კომენტარი

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s