ძიუდოს გაკვეთილები ყვარლის მუნიციპალიტეტის სკოლებში

1794787_756198727732517_1160420920_n
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლაში ძიუდოს გაკვეთილს დაესწრო. ძიუდოს გაკვეთილები უკვე უტარდებათ სოფელ ახალსოფლის ორივე საჯარო სკოლის I, II და III კლასის მოსწავლეებს. გაკვეთილები ბავშვებში დიდ ინტერესს იწვევს. თითოეულ კლასში 25-30 ბავშვი სწავლობს და შესაბამისად, სკოლაში ძიუდოს გაკვეთილები ასამდე ბავშვს უტარდება. ამ სკოლებში ძიუდოს გაკვეთილები ტატამის შეტანის შემდეგ დაიწყო. უახლოეს ხანებში ტატამს ყვარლის მუნიციპალიტეტის სხვა სკოლებშიც შეიტანენ და ჯამში გაკვეთილები დაახლოებით 13 სკოლაში ჩატარდება.
ძიუდოს ფედერაციამ მასწავლებლებისთვის, რომლებიც სკოლებში ძიუდოს გაკვეთილებს ჩაატარებენ, შარშან ორჯერ ჩაატარა სემინარი. სემინარები უცხოეთიდან მოწვეულმა სპეციალისტებმა ჩაატარეს. ძიუდოს გაკვეთილებისთვის ძიუდოს ფედერაციამ დაბეჭდა სპეციალური წიგნები და მოამზადა შესაბამისი ვიდეოგაკვეთილები.
ძიუდოს ფედერაცია პროექტს „ძიუდოს გაკვეთილები სკოლაში“ საქართველოს განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით, ევროპის ძიუდოს კავშირის დახმარებით ახორციელებს. პირველ ეტაპზე გაკვეთილები ყვარლის მუნიციპალიტეტის სკოლებშია დაგეგმილი. მომდევნო ეტაპი კი მოიცავს კახეთის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებსაც. მუნიციპალიტეტებმა გაითვალისწინეს საქართველოს ძიუდოს ფედერაციის თხოვნა და საკუთარ ბიუჯეტში გამონახეს ტატამის შესაძენი ხარჯები. ძიუდოს ფედერაცია კი გაკვეთილების ჩასატარებლად მასწავლებლებს მოამზადებს. მომდევნო მუნიციპალიტეტი, სადაც უკვე გადაწყვეტილია ძიუდოს გაკვეთილების ჩატარება ახმეტაა. ახმეტის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მასწავლებლები, გამოცდილების მისაღებად, უკვე ესწრებიან გაკვეთილებს ყვარლის მუნიციპალიტეტის სკოლებში.

დატოვე კომენტარი

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s