გამგებელი ენისელში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

1536588_729564133734482_1481886268_n
ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ქევხიშვილი სოფელ ენისლის მოსახლეობას შეხვდა და სამუშაოების დაწყების შესახებ, ინფორმაცია მიაწოდა. სულ მალე, მდინარე “ინწობაზე” ნაპირსამაგი სამუშაოები დაიწყება და ათწლეულის პრობლემა, რომელიც სოფელ ენისელს აწუხებდა, საბოლოოდ გადაწყდება. ერთი შეხედვით უწყინარი მდინარე, წყალდიდობის შემთხვევაში კალაპოტიდან გადმოდის და ათობით ჰექტარ მიწის სავარგულს ტბორავს, რითაც სერიოზულ ზიანს აყენებს სოფელ ენისლის მცხოვრებლებს. პროექტი, რომლის ღირებულება 690 000 ლარია, ნაპირსამაგრი სამუშაოების ფარგლებში, 450 მეტრიანი ქვის გაბიონის მშენებლობას და მიწაყრილის მოწყობას გულისხმობს. ამჟამად, უკვე მიმდინარეობს ხეობის გაწმენდითი სამუშაოები, რის შემდეგაც სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევა და მასზე, ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება. გამგებელმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსახლეობის აზრი მოისმინა. მათი შეფასებით, პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია და არა მარტო სოფელ ენისელს, არამედ სოფელ გრემის პრობლემასაც წარმოადგენს.

დატოვე კომენტარი

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s