დავით ქევხიშვილი შილდის მოსახლეობას შეხვდა

1922263_738110982879797_1647169518_nყვარლის მუნიციპალიტეტი მიმდინარე წელს, პირველ ეტაპზე, პრიორიტეტული პროექტების განსახორციელებლად 1 550 150 ლარს მიიღებს, რომლითაც 3 პროექტი განხორციელდება. აქედან ერთ-ერთი,
ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სოფელ შილდის სასმელი წყლის შიდა ქსელის და სამარაგო რეზერვუარის რეაბილიტაციაა. რომელზეც ჯამში სხვადასხვა ფონდიდან 785 ათასი ლარი დაიხარჯება.
სოფელი, რომელიც სასმელი წყლის რესურსით საკმაოდ მდიდარია, ზოგიერთ უბანში სერიოზულ დეფიციტს წარმოადგენს.არის უბნები სადაც ოცი წლის განმავლობაში სასმელი წყალი საერთოდ არ მიეწოდებათ. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ბოლო წლებში, სოფლის პროგრამის ფარგლებში გატებულმა ღონისძიებებმა, შედეგი ვერ გამოიღო და საკითხი დღესაც მწვავედ პრობლემურია.
ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ქევხიშვილი საპარლამენტო არჩევნებამდე მოსახლეობასთან შეხვედრების დროს, ადგილობრივებს დაპირდა, რომ საკითხი, რომელიც წლების განმავლობაში გადაუჭრელად ითვლებოდა მოუგვარებდათ. სწორედ ამ დანაპირების შესრულების გამო, დღეს შილდელები მადლიერებას გამმოთქვამენ და ამბობენ, რომ ეს საკითხი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და დროულია.
მოსახლეობასთან შეხვედრაზე დავით ქევხიშვილმა მოქალაქეების მოსაზრებები მოისმინა და მათ შეკითხვებს უპასუხა. იქვე აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს საბავშვო ბაღებში ბავშვთა კონტიგენტი მკვეთრად გაზრდილია, რაც ხელისუფლების იმ გადაწყვეტილების შედეგია, რომელმაც საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა მშობლები, გადასახადისაგან გაათავისუფლა. წელსვე იგეგმება ბაღების თანამშრომელთა ხელფასების მომატებაც.
ამისთან ერთად, გამგებლის გადაწყვეტილებით სოფელ შილდაში საჭიდაო დარბაზი ამოქმედდება, რაც იმ მოზარდებს დაეხმარება, ვინც სპორტის ამ სახეობით დაინტერესებულია და მანძილის გამო, რაიონულ ცენტრში საირულს ვერ ახერხებს.

დატოვე კომენტარი

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s