გიორგი მარგველაშვილი დღეს ყვარელს ესტუმრება

resize.phpგიორგი მარგველაშვილი დღეს ყვარელს ესტუმრება საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ყვარელს ესტუმრება. როგორც “ინტერპრესნიუსს” პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს , გიორგი მარგველაშვილი 14:00 საათზე ყვარელში, კომპლექს “გვირაბში” საზეიმო მიღებას დაესწრება, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო და “მეღვინეობა ხარება” გამართავს.
“ღონისძიება უკავშირდება UNESCO-ს მიერ ქვევრის ღვინის დაყენების მეთოდის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანას და მასში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ენოლოგი ჰერვე რომატი”, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
მათივე ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში ქართული ქვევრის ღვინოების დეგუსტაცია მოეწყობა, ძველი წელთაღრიცხვის ქართული ღვინის მასალის ჭურჭლების გამოფენა და არქივში დაცული ისტორიული ფოტომასალის დემონსტრირება გაიმართება. ასევე ნაჩვენები იქნება მერაბ კოკოჩაშვილის დოკუმენტური ფილმი ქვევრის ღვინის წარმოების შესახებ.
მოწვეულ სტუმართა შორის იქნებიან ხელისუფლების სხვა პირები, ასევე ბიზნეს სექტორის, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიებისა და საქართველოში აკრედიტებულიდიპლომატიური კორპუსის წარმომადგნელები.
გარდა ამისა, დღესვე გიორგი მარგველაშვილი სოფელ ზინობიანს ესტუმრება (ყვარლიდან 15 კმ-ში), სადაც ისტორიული კავკასიის ალბანეთის მემკვიდრე მოსახლეობა – უდიები ცხოვრობს. ქვეყნის პირველი პირი სოფლის სკოლაში არსებულ მუზეუმს დაათვალიერებს, სადაც უდიების კულტურული მემკვიდრეობის ნივთები და ეთნოგრაფიული ექსპონატებია განთავსებული.
“მუზეუმში ასევე ფოტომასალისა და წიგნების სახით თავმოყრილია ისტორიული მონაცემები, გაქრობის ზღვარზე მყოფი უძველესი მართლმადიდებელი ერის შესახებ. მსოფლიოში უდიებით კომპაქტურად დასახლებული სულ ორი სოფელია, მათ შორის ერთი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს. დღესდღეობით, საქართველოში 1200-მდე მართლმადიდებელი უდი ცხოვრობს, რომელთაგან 400 სოფელ ზინობიანის მკვიდრია”, – განმარტავენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
ამასთან, მათივე ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტს არასამთავრობო ორგანიზაცია “უდი”უმასპინძლებს, რომელიც 2001 წლიდან ამ ისტორიული ერის კულტურული მემკვიდრეობისა და იდენტობის გადარჩენა-შენარჩუნებაზე მუშაობს.
“ამ მიზნით, სკოლაში, სადაც მუზეუმია განთავსებული, ადგილობრივი ბავშვები უდიურ ენასაც სწავლობენ”, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
http://kakhetinews.ge

დატოვე კომენტარი

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s