საქართველოს პრეზიდენტი ყვარელში, სოფელ ზინობიანს ესტუმრება

thumb_1278957_211773318990949_831329594_o
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ყვარლის რაიონის სოფელ ზინობიანს ესტუმრება. პრეზიდენტი სოფლის სკოლაში არსებულ მუზეუმს დაათვალიერებს, სადაც განთავსებულია უდიების კულტურული მემკვიდრეობის ნივთები და ეთნოგრაფიული ექსპონატები.

მუზეუმში ასევე ფოტომასალისა და წიგნების სახით თავმოყრილია ისტორიული მონაცემები, გაქრობის ზღვარზე მყოფი უძველესი მართლმადიდებელი ერის შესახებ.

მსოფლიოში უდიებით კომპაქტურად დასახლებული სულ ორი სოფელია, მათ შორის ერთი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს. დღესდღეობით, საქართველოში 1200-მდე მართლმადიდებელი უდი ცხოვრობს, რომელთაგან 400 სოფელ ზინობიანის მკვიდრია.

საქართველოს პრეზიდენტს არასამთავრობო ორგანიზაცია „უდი“უმასპინძლებს, რომელიც 2001 წლიდან ამ ისტორიული ერის კულტურული მემკვიდრეობისა და იდენტობის გადარჩენა-შენარჩუნებაზე მუშაობს. ამ მიზნით, სკოლაში, სადაც მუზეუმია განთავსებული, ადგილობრივი ბავშვები უდიურ ენასაც სწავლობენ.
ick.ge

დატოვე კომენტარი

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s