დავით ქევხიშვილი ყვარლელებს შეხვდა

დღეს, დავით ქევხიშვილი ყვარლის საზოგადოებას შეხვდა და ის პროექტები გააცნო, რომელიც ყვარელში უნდა განხორციელდეს. გამგებლის განცხადებით ეს ის პროექტებია, რომელიც იმ პრობლემებს მოაგვარებს, რომელიც ყვარლის მოსახლეობას აწუხებს და მის მოგვარებას ითხოვენ. მისივე თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია თითოელი ყვარლელის აზრი და მათთან შეხვედრის მთავარი მიზანიც ეს არის. “მიხარია, რომ მობრძანდით და მზად ხართ იმ სამოქალაქო აქტივობითვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებითვის, ასევე მზად ხართ ინფორმირებული იყოთ ყველა იმ 1451484_744625885561640_959777642_nსაკითზე, რაც თქვენს ქალაქში იგეგმება” გამგებლმა ასევე გამოთქვა მზადყოფნა აღნიშნული პროქტების განხორციელების შემდეგ კვლავ შეხვდეს საზოგადოებას და გაკეთებულის შესახებაც ისაუბრონ და ახალ-ახალი მოსაზრებებიც მოისმინოს. იქვე აღნიშნა, რომ მზად არის რეგლამენტის მიუხედავად, თითოეული შეკითხვას უპასუხოს და ნებისმიერი მოსაზრებას მოუსმინოს. კითხვა-პასუხის შემდეგ დავით ქევხიშვილმა, კიდევ ერთხელ მალობა გადაუხადა საზოგადოებას, აქტიური მოქალაქეობრივი პოციისთვის და იმ ჩართულობისთვის, რომრლიც შეხვედრის დროს გამოიჩინეს.

პროექტები, რომელიც ქალაქ ყვარელში უნდა განხორციელდეს

1. ი.ჭავჭავაძის სახელობის ლიტერატურული სალონის მოწყობა 50000 ლარი
2. კუდიგორის ქუჩის დასავლეთის მონაკვეთის რეაბილიტაცია 85 000 ლარი
3. კულტურის სახლის საესტრადო ანსამბლის სარეპეტიციო დარბაზის მოწყობა 11 500 ლარი
4. გოგებაშვილის ქუჩის ასფალტის საფარის რეაბილიტაცია 110 000 ლარი
5. ყოფილი აღმასკომის შენობაში, მედიაცენტრის ოთახების შეკეთება 7 800 ლარი
6. ყვარლის პირველი საჯარო სკოლის ღობის რეაბილიტაცია 29 000 ლარი
7. ი. ჭავჭავაძის ქუჩაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის #74 სახურავის რეაბილიტაცია – 25 000 ლარი
8. ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს შენობის შესასვლელში მომსახურე პერსონალის მაფიქსირებელისა და შემშვებ-გამშვები ტურნიკეტების მოწყობა 12 000 ლარი
9. ზ, ჭავჭავაძის ჩიხში საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია – 14 000 ლარი
10. ოძელაშვილის ქუჩის სამხრეთით გრუნტის სანიაღვრე არხის რებილიტაციის გაგრძელება და გზის მოხრეშვა -10 000 ლარი
11. გარეგანათების მოწყობა 10000 ლარი

დატოვე კომენტარი

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s