“არჩევნების შემდგომ ყველაფერს ვიღონებთ, რათა ეს პროექტი ბოლომდე მივიყვანოთ” – დავით ქევხიშვილი

Безымянный ბუნებრივია, ნებისმიერი რანგის არჩევნებს თან სდევს პოლიტიკური დაძაბულობა და ვნებათაღელვა, რასაც შესაძლებელია არასახარბიელო შედეგები მოჰყვეს და მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებაზე უარყოფითად აიხახოს. ამის ნათელი მაგალითია ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, რომლებმაც გარკვეული დისონანსი შეიტანა საკრებულოსა და გამგეობის საქმიანობაში. საუბარია ბოლო დროს ჩატარებულ საკრებულოს სესიაზე, რომელიც საარჩევნო კანონის შესაბამისად შესაძლოა არჩევნების დამთავრებამდე აღარ გაიმართოს. სწორედ ამიტომ ვიჩქარეთ და საკრებულოზე განსახილველად წარვადგინეთ, მთელი რიგი პროექტები, რომლებიც მუნიციპალიტეტის სოფლების და ქალაქის მოსახლეობასთან შეხვედრების დროს პრიორიტეტად გამოიკვეთა.
გამგეობის შესაბამისმა სამსახურებმა იმუშავეს გამოკვეთილი პრიორიტეტების მიხედვით და უფრო მეტი პროექტი ვიყიდეთ, ვიდრე შესაძლებელი იყო დაფინანსებულიყო. პრაქტიკულად ხდება, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ფულადი სახსრების ნაშთებს ხელმეორედ ანაწილებს და მუნიციპალიტეტებს რომლებსაც პროექტი გამზადებული ექნება ის გამგეობა ადვილად წამოიღებს დაფინანსებას. გასულ წელს საბუე-ალმატის გზის მოასფალტების სამუშაოების დაფინანსება 500 ათასი ლარით სწორედ ამის მეშვეობით მოვახდინეთ.
ადგილობრივ ბიუჯეტში დარჩენილი გვქონდა ნაშთი, რომელიც აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად გავანაწილეთ და საკრებულოზე განსახილველად შევიტანეთ. მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა და აზრთა სხვადასხვაობებისა, ბოლო პერიოდამდე საკრებულოსა და გამგეობის კოლეგიალური, ჯანსაღი ურთიერთობით კმაყოფილი ვიყავი. სამწუხაროდ, გულდასაწყვეტია, რომ ბოლოს ჩატარებულ საკრებულოს სხდომაზე ამას ვერ ვიტყვი, რადგან გამგეობის მიერ წარდგენილი პროექტებიდან ზოგიერთი ვერ გავიდა და ამაში დიდი როლი დეპუატატების გარკევეულ ჯგუფს მიუძღვის.
პირადად მე, მათი მოქმედება და საკითხისადმი მიდგომა არ მიმაჩნია სამართლებრივად სწორად, ვინაიდან მათ გარკვეული დისონანსი შეიტანეს საკრებულოსა და გამგეობის კოლეგიალურ ურთიერთობაში და მათი ქმედება ეწინააღმდეგება ქალაქ ყვარლის მოსახლეობის ინტერესებს.
აქვე არ შემიძლია არ აღვნიშნო საკრებულოს დეპუატატების როლზე, რომლებიც ობიექტურად, გონივრულად მსჯელობდნენ და აფასებენ სიტუაციებს და ასე ვთქვათ ზეწოლისა და ანგარების გარეშე უჭერენ მხარს გადაწყვეტილებებს, მოსახლეობისთვის საჭირო პრობლემების მოგვარებისთვის. მადლობას მოგახსენებთ ბატონებო, მართლაც ღირსეულად შესრულებული სადეპუტატო მოვალეობისათვის.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ დეპუტატების მცირე ჯგუფმა შეძლო ქალაქ ყვარელში განსახორციელებელი ზოგიერთი პროექტი შეჩერებულიყო.
ერთი თვის წინ შეხვედრა გავმართეთ ყვარლის მოსახლეობასთან და საჯაროდ განვიხილეთ განსახორციელებელი პროექტები. თუ რომელიმეს დაიწუნებდნენ შეგვეძლო ცვლილებები შეგვეტანა, თუმცა, ასე არ მოხდა.
ამასთან, შეხვედრაზე გამოიკვეთა მთელი რიგი პრობლემები, რომლებიც დროულ გადაწყვეტას საჭიროებენ. ჩვენ დავპირდით, რომ მათგან უმრავლესობას მოვაგვარებდით. მაგალითად, ლეონიძის ქუჩის მცხოვრებთა მოთხოვნა სარწყავი არხის აღდგენაზე უკვე შესრულებულია. სხვადასხვა პრობლემების მოსაგვარებლად მუშაობა მიმდინარეობს, მაგრამ ძირითადი პროექტებიდან, რომლებზეც შეხვედრაზე შევთანხმდით, ყველაზე საინტერესო პროექტი საკრებულოს მიერ იქნა დაწუნებული და დაბლოკილი!
აქ ლაპარაკია ილია ჭავჭავაძის სახელობის ლიტერატურული სალონის მოწყობის პროექტზე, რომელიც საკრებულომ დაიწუნა თუ მიზანშეწონილად არ მიიჩნია დაფინანსებულიყო. თუმცა, ვერ ვხვდები, რატომ არ უნდა მოხდეს ამ პროექტის რეალიზაცია. საუბარია ბიბლიოთეკის მოწყობაზე თანამდროვე მოთხოვნების გათვალისწინებით, რომელიც საბავშვო ბიბლიოთეკის, წიგნების მაღაზიის, ლიტერატურული კაფე-დარბაზის მოწყობას გულისმობს. აქ ახალგაზრდობას შეეძლება თავიანთი პროექტების და შეხედულებების განხილვა, გამოჩენილ შემოქმედ ადამიანებთან შეხვედრები და ა.შ.
მით უმეტეს , რომ საქართველოს პრემიერმინისტრმა ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2014 წელი ახალგაზრდობის წლად გამოაცხადა.
არჩევნების შემდგომ, ყველაფერს ვიღონებთ, რომ ეს პროექტი ბოლომდე მივიყვანოთ.
ადგილობრივი ხელისუფლების არცევნებამდე, სულ ცოტა დრო რჩება. იმედია, ყვარლის მოსახლეობა რეალურად შეაფასებს არსებულ სიტუაციას და მხარს დაუჭერს ღირსეულ კანდიდატებს, რომელთაც რაიონის წინსვლისა და აღიორძინებისთვის შეუძლიათ იღვაწონ.

დავით ქევხიშვლი
ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი

დატოვე კომენტარი

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s