ყვარელი

ყვარელი
— ქალაქი საქართველოში, ყვარლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ალაზნის ველზე, რკინიგზის სადგურ მუკუზანიდან 19 კმ-ზე. ქალაქის სტატუსი მიიღო 1964 წელს. მოსახლეობა 9 ათასი (2002 წლის მონაცემებით). ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები: თეატრი, ილია ჭავჭავაძისა და კოტე მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმები. ყვარელში არის ნეკრესის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.

დატოვე კომენტარი